რეგიონი
დღეიდან მესტიის მიმართულებით შიდა ფრენები განახლდა
ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების გათვალისწინებით, 12 თებერვლიდან ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების მიმართულებით და პირიქით შიდა ფრენები განახლდა. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება.

"დღეიდან, განვაახლეთ შიდა ფრენები საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში. მგზავრებს მოეთხოვებათ როგორც ტერმინალში, ასევე საჰარეო ხომალდზე პირბადის ტარება. ბილეთის ფასი და გაყიდვის წესი, ასევე, საშეღავათო პირობები, რომელიც აქამდე არასრულწლოვნებზე მოქმედებდა კვლავ ძალაში რჩება", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე ცნობით, ქვეყნის შიდა აეროპორტებში, საერთაშორისო აეროპორტების მსგავსად, COVID-19-ის პანდემიის პირობებში უსაფრთხოების ყველა ნორმა არის დაცული. ნატახტარის, ამბროლაურის და მესტიის აეროპორტები აღჭურვილია ყველა იმ მოთხოვნის შესაბამისად, რაც დაწესებულია საავიაციო გაიდლაინების მიხედვით.
Print