ახალი ამბები
მარტვილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა
მარტვილში, სოფელ გაჭედილთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდნის შემდეგ ავტომობილი აალდა, რის შედეგადაც ერთი მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Print