რეგიონი
ბადრი ესებუას ძმის საქმის არსებითი განხილვა მარტში დაიწყება

"საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმის, ბიძინა ესებუას საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. დაკავებულის უფლებადამცველის ხათუნა

ჯანაშიას ცნობით, მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ზუგდიდის სასამართლომ დასაშვებად სცნო და საქმის არსებითი განხილვა მარტში დაიწყება.

ადვოკატის თქმით, დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების გადახედვა და პატიმრობის 15 000-ლარიანი გირაოთი შეცვლა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ დაცვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ბიძინა ესებუას საქმის არსებითი განხილვა 4 მარტს ჩაინიშნა.

სამართალდამცავი უწყება "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულის ძმას ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება. ბიძინა ესებუა კი ამბობს, რომ მას იარაღი ჩაუდეს. გამოძიების ვერსიის არ სჯერა არც ესებუების ოჯახს.

ბიძინა ესებუა 12 დეკემბერს მაშინ დააკავეს, როცა ის საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა.

 

Print