ახალი ამბები
ჭყონდიდის ეპარქიაში ახალი მიტროპოლიტი ჩავიდა
ჭყონდიდის ეპარქიაში ახალი მმართველი, მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) ჩავიდა. მას მრევლს 12 სხვადასხვა ეპარქიის მღვდელმთავარი წარუდგენს. ამ წუთებში მარტვილის ღვთისმშობლის შობის ტაძარში მიტროპოლიტები ერთობლივ წირვას აღავლენენ. ადგილზე იმყოფება ეპარქიის უკვე ყოფილი მმართველი, ეპისკოპოსი გრიგოლ კაციაც. 

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელად მეუფე სტეფანე გასულ კვირას დაინიშნა. მანამდე ის ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი იყო. მეუფე გრიგოლი კი, რომელიც მეუფე პეტრეს მღვდელმთავრობიდან გადაყენების შემდეგ, ჭყონდიდის ეპარქიაში დაინიშნა, თავის ეპარქიაში, წალკაში დაბრუნდება.


Print