ახალი ამბები
"გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს" - ბანერი ზუგდიდის შემოსასვლელში
ზუგდიდში, სოფელ ცაიშში მდებარე ხიდზე სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო ბანერი წარწერით "თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს - ბ.ივანიშვილი, 2021" გამოფინეს. გარდა ამისა, ხიდის თაღზე მათ ჩრდილოეთ კორეის დროშა დაამაგრეს.

"საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა რომ 1921 წლის მოვლენები 100 წლის შემდეგ ისევ განმეორდა. ბიძინა ივანიშვილის ხელით დღეს ნათლად ხდება ქვეყნის გასაბჭოება და ჩრდილოეთ კორეიზაცია", - ამბობენ ისინი.

მათივე ინფორმაციით, საპროტესტო აქციის შემდეგ ცენტრალურ მაგისტრალის იმ მონაკვეთზე, საიდანაც ბანერის დანახვა იყო შესაძლებელი, გარე განათება გამორთეს.

სპეციალური დანიშნულების რაზმმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია საკუთარ კაბინეტში დღეს დილით დააკავა. დაკავებულია ასევე სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ნაწილი.
Print