რეგიონი
სალხინოსა და მუჟავაში წაბლის მორების უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, მარტვილის  სოფელ სალხინოში, მოქალაქე წაბლის სახეობის 37 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყის (მორი) ტრანსპორტირებას შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა. წალენჯიხის სოფელ მუჟავაში, ასევე შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა მოქალაქე 19 ერთეული წაბლის სახეობისა და 2 ერთეული ცაცხვის სახეობის მრგვალი ხე-ტყის (მორი) ტრანსპორტირებას.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომანქანები და მათზე განთავსებული 58 ერთეული მორი დალუქეს.
Print