ახალი ამბები
საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას დაიწყებენ
1-ელი მარტიდან ფუნქციონირებას განაახლებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო საბავშვო ბაგა-ბაღები. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა.

„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 1-ელი მარტიდან, 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%- ის ტესტირების პირობით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.



Print