ახალი ამბები
სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში ძლიერ ქარს პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 1 მარტის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები ასევე წვიმას, ზღვაზე 2-3 ბალიან ღელვას, ხოლო მთაში თოვლს და ქარბუქს პროგნოზირებენ.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - ამბობენ სააგენტოში.

სინოპტიკოსები მთელი კვირის განმავლობაში არამდგრად ამინდებს ვარაუდობენ.

Print