ახალი ამბები
სამეგრელოს ფინანსურმა პოლიციამ უაქციზო სიგარეტი ამოიღო
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა 470 კოლოფი უაქციზო სიგარეტი გამოავლინეს. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. მათივე ცნობით, კანონდამრღვევ მოქალაქეს საქონელი ჩამოერთვა, საქმის მასალები კი სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა. 

Print