ახალი ამბები
აფხაზი "პარლამენტარი": გალის მცხოვრებლები აფხაზური ეროვნების კუთვნილების აღდგენას შეძლებენ
აფხაზი "პარლამენტარი"  ვალერი კვარჩია "სამოქალაქო კოდექსში, ეთნიკური კუთვნილების აღდგენის უფლების შეტანის წინადადებით გამოდის".  ამის შესახებ მან 1 მარტს "საპარლამენტო კომიტეტის" სხდომაზე განაცხადა", - წერს"აფსნიპრესი".

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის მიერ "კანონის" დამტკიცების შემთხვევაში, "აფხაზეთის მოქალაქეს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც 18 წელი შეუსრულდა, აფხაზური ეროვნების კუთვნილების აღდგენის უფლება მიეცემა.

"აღნიშნული კანონი ასევე გავრცელდება გალის რაიონის მცხოვრებლებზე, რომელთაც შეცვლილი გვარები აქვთ. თუმცა, ასეთივე გვარები აქვთ საქართველოს მცხოვრებლებსაც, მაგრამ ისინი იქით ძალით არავის გადაუსახლებია, ამიტომ ეს კანონი მათზე არ გავრცელდება. თუმცა, პირს, რომელიც გალის რაიონში ცხოვრობს და სურს თავისი ეროვნული კუთვნილების აღდგენა, კანონი ამის განხორციელების უფლებას მისცემს. გარკვეული ხარვეზები ყოველთვის იქნება, თუმცა, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავწყვიტოთ ეს საკითხი", - განაცხადა ე.წ. პარლამენტის სპიკერმა.

გამოცემის ინფორმაციით, "კანონპროექტს განსახილველად პარლამენტის მორიგ სხდომაზე გაიტანენ, რასაც დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი".



ამავე თემაზე: 

„სამურზაყანოელ აბხაზთა საბჭო” : 400 – მდე გალელმა აფხაზური გვარი დაიბრუნა
Print