ახალი ამბები
ხვალიდან დასავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება
7 მარტს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ამავე ცნობით, ხვალიდან, ძირითადად, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 3-4 ბალიანი ღელვა.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.



ფოტო: გუჯა ხუბუტია
Print