ახალი ამბები
"მთავარი არხის" სამეგრელოს ბიუროს ჟურნალისტის მანქანის დაზიანებასა და მუქარაზე გამოძიება დაიწყო
"მთავარი არხის" სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ჟურნალისტის ემა გოგოხიას მიმართ მუქარისა და მისი მანქანის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ რადიო "ათინათს" შს სამინისტოში უთხრეს. მათივე ცნობით, გამოძიება სს კოდექსის 151-ე, მუქარისა და 187-ე, ნივთის დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს.

არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მესტიაში სიუჟეტის გადასაღებად ჩასულ ჟურნალისტს მუნიციპალიტეტის მერი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. მოგვიანებით კი გოგოხიას მანქანის ოთხივე საბურავი დაჭრილი დახვდა.

რადიო "ათინათმა" მესტიის მერთან დაკავშირება ვერ შეძლო.
Print