ახალი ამბები
ზუგდიდში „ლიბრე“ დააყაჩაღეს
ზუგდიდში, კედიას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტი „ლიბრე“ დააყაჩაღეს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მაღაზიაში, სავარაუდოდ, დანით შეიჭრა და სიგარეტები წაიღო. მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

Print