ახალი ამბები
ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირებისას აივნის მოაჯირი ჩამოინგრა - დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები
ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში, სადაც შეკრებილი მრევლი მიტროპოლიტისა და სასულიერო პირების შეხვედრაზე შესვლას ცდილობდა, აივნის ხის მოაჯირი ჩამოინგრა და რამდენიმე ადამიანი მეორე სართულიდან ჩამოვარდა. მათ შორის არიან ჟურნალისტები და ოპერატორები, რომლებმაც სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

სასულიერო პირებისა და მიტროპოლიტ სტეფანეს შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სავარაუდოდ, საუბრის თემა ორ დიაკვანს ეხება, რომლებსაც ეპარქიის ახალი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მღვდელმსახურება აეკრძალა. 

ამავე თემაზე: 

ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირები და მრევლია შეკრებილი

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ორ დიაკვანს მღვდელმსახურება შეუჩერა



Print