ახალი ამბები
სვანეთში მცხოვრები დევნილებისთვის ბიზნესის განსავითარებლად ახალი პროგრამა იწყება
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო „ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებას იწყებს. სააგენტოს ცნობით, პროგრამის ფარგლებში, დევნილებსა და ეკომიგრანტებს, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას მესტიის მუნიციპლიტეტში, აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ მხარდაჭერა 7 500 ლარის ფარგლებში, მიღებული თანხა კი ბიზნესის გაუმჯობესებისთვის საჭირო საშუალებებს უნდა მოხმარდეს.

ამავე ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია დევნილს და ეკომიგრანტს, რომელსაც აქვს:

1. ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი;

2. მცირე ბიზნეს სტატუსი;

3. მიკრო ბიზნესის სტატუსი;

4. შპს-ს, სააქციო საზოგადოების, კოოპერატივის და სხვა სამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსი (რომელთა პარტნიორია დევნილი ან/და ეკომიგრანტი, რომელიც ინდივიდუალურად ან ჯამში ასეთი პარტნიორები ფლობენ არანაკლებ 51 პროცენტს წილს/აქციას);

5. ბიზნესი რეგისტრირებული უნდა იყოს 2021 წლის 1 იანვრამდე.

ბიზნეს გეგმები მიიღება მიმდინარე წლის 9 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით.

Print