ახალი ამბები
მარტვილის სოფელ დიდ ჭყონში საფლავები გაქურდეს
მარტვილის სოფელ დიდ ჭყონში 10-მდე საფლავი გაქურდეს. როგორ რადიო "ათინათს" სოფელში მერის წარმომადგენელის ასისტენტმა უთხრა, შემთხვევა, დაახლოებით, 10 დღის წინ მოხდა. 

"გასულ ოთხშაბათს მოხდა ეს ამბავი. ალუმინის ნაწილებია, კარებია ჩამოხსნილი. დაკავებული ჯერ არავინაა", - თქვა მამუკა ჯანჯღავამ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
Print