ახალი ამბები
კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დღეიდან სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში დაიწყო
სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში "ასტრაზენეკათი" სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ვაქცინაციის პროცესი დღეიდან დაიწყო. კლინიკები მედპერსონალის ვაქცინაციისთვის უკვე მზად არიან სენაკში, წალენჯიხაში, მარტვილსა და ფოთში. ასევე, ვაქცინაციის პროცესი დღეიდან იწყება მესტიაში.

სულ სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო 3100 დონაა ჩამოტანილი, მათგან 1100 - ზუგდიდში, სადაც პროცესი ორშაბათს დაიწყო.

ზუგდიდში კორონავირუსზე სამედიცინო სფეროს 40 წარმომადგენელი აიცრა.















Print