რეგიონი
ჩხოროწყუში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირებისთვის ვაქცინაცია ,,ევექსის“ ჩხოროწყუს კლინიკაში მიმდინარეობს. COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ექიმმა კესო ყალიჩავამ გაიკეთა .მუნიციპალიტეტმა ვაქცინის 200 დოზა მიიღო.

ვაქცინაცია დაწყებულია რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. სამეგრელო-ზემო სვანეთისთვის სულ 3100 დოზაა გამოყოფილი.

სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირების ვაქცინაცია ხორციელდება სპეციალურ ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაციის მიხედვით.

ელექტრონულ სისტემაში სამედიცინო პერსონალის რეგისტრაცია 13 მარტიდან მიმდინარეობს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი - ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ).
Print