ახალი ამბები
ალექსანდრე ანქვაბი კორონავირურისგან განიკურნა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ - მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი კორონავირუსისგან განიკურნა და მოსკოვის კლინიკიდან გაეწერა.

მედიკოსების ინფორმაციით, სხვა თანმდევი დაავადებები მას არ აღენიშნება, თუმცა, სარეაბილიტაციო კურსის გავლა დასჭირდება,  ინფორმაციას "მინისტრთა კაბინეტის" პრესსამსახური ავრცელებს.

 


ალექსანდრე ანქვაბს კორონავირუსი 30 დეკემბერს დაუდასტურდა, 4 იანვარს კი ის გუდაუთის ჰოსპიტალში მოათავსეს. მის მდგომარეობას მედიკოსები აფასებდნენ, როგორც საშუალოდ მძიმეს, თუმცა, 7 იანვარს გამართული კონსილიუმის შემდეგ გადაწყდა, რომ გართულებების თავიდან ასაცილებლად, ანქვაბი მკურნალობას რუსეთის ერთ - ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გააგრძელებდა.

8 იანვრიდან აფხაზი პოლიტიკოსი ინტენსიური თერაპიის კურსს რუსეთის ფედერალური მედიკო–ბიოლოგიური სააგენტოს საავადმყოფოშო გადიოდა, 17 იანვრიდან ერთი კვირის განმავლობაში, ანქვაბი ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იყო შეერთებული. 15 თებერვალდინან მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ - მინისტრის მოვალეობას დროებით "ვიცე - პრემიერი, ფინანსთა მინისტრი", ვლადიმირ დელბა ასრულებს. შესაბამის ბრძანებას ასლან ბჟანიამ 11 იანვარს მოაწერა ხელი.

 

Print