ახალი ამბები
საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-გადაზიდვის ბრალდებით თბილისი-სენაკის გზაზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით 1973 წელს დაბადებული ო.რ. დააკავეს. უწყების ცნობით, ის სამართალდამცველებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე იმ დროს აიყვანეს, როცა მას საკუთარი ავტომანქანით უკანონო იარაღი გადაჰქონდა.

„პოლიციამ, ბრალდებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 მჭიდი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 1000-მდე საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Print