ახალი ამბები
TI: ზუგდიდში მოქალაქემ მიწის ნაკვეთი დაიბრუნა, რომელიც საპატრიარქოს უკანონოდ ჰქონდა რეგისტრირებული
ზუგდიდის სოფელ ცაიშში 5 648 კვ.მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც სრულიად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მფლობელობაში იყო, მოქალაქეს დაუბრუნდა. უძრავი ქონების მესაკუთრის უფლებებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტები იცავდნენ. 

"საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სრულად დააკმაყოფილა ჩვენი საჩივარი და ბათილად ცნო რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება. ამასთანავე, ბათილად იქნა ცნობილი აღნიშნული მიწის ნაკვეთის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება", - აღნიშნულია TI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

ორგანიზაციის ცნობით, დავა მოქალაქესა და საპატრიარქოს შორის, წელიწადზე მეტი ხანი მიმდინარეობდა.
Print