ახალი ამბები
რადიო "ათინათის" ჟურნალისტი მშვიდობის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის კონკურსის ფინალისტი გახდა
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ "ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2020"-ის კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. ერთ-ერთ ნომინაციის "კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი" ფინალისტი რადიო "ათინათის" ჟურნალისტი მაია ფიფია გახდა მასალისთვის "ლონდონი - კალკუტა - ინდოევროპული ტელეგრაფის კვალი სოხუმსა და ზუგდიდში".

რიგით მეცხრე დაჯილდოება ვირტუალური ფორმატით "ჰოლოზეუმში" გაიმართა.

"ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში" 2020 წლის კონკურსის გამარჯვებულები და ფინალისტები არიან:

საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში:

გამარჯვებული: გიორგი გოგუა.

ფინალისტები: გელა მთივლიშვილი და თამარ მშვენიერაძე.

საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში:

გამარჯვებული: მერი შიხაშვილი.

ფინალისტები: ლაშა ორჯონიკიძე და ირაკლი იმნაიშვილი.

საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში:

გამარჯვებული: თამარ ჩქარეული.

ფინალისტები: ია ასათიანი და მარიკა დუდუნია.

საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში:

გამარჯვებული: ბასტი მგალობლიშვილი.

ფინალისტები: გიორგი ჭკადუა და თეა თოფურია.

საუკეთესო ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში:

გამარჯვებული: ეკა ქევანიშვილი.

ფინალისტები: მარიამ ჯაჭვაძე და ნანუკა ბრეგაძე.

საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს ასახავს:

გამარჯვებული: სოფო აფციაური.

ფინალისტები: ნათელა გრიგალაშვილი და მანო სვანიძე.

კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებული საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის EUMM სპეციალური პრიზი):

გამარჯვებული: ქეთევან მაღრაძე

ფინალისტები: მაია ფიფია, გიორგი ჩაგელიშვილი და ნინო ლომაძე

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია "მშვიდობის ჟურნალისტიკის სპეციალური პრიზით" კონფლიქტისადმი სენსიტიური ჟურნალისტიკის ნამუშევრებს აჯილდოვებს, რაც ხელს უწყობს ნდობის აღდგენას, მშვიდობას და ისეთ გაშუქებას, რომელიც ხიდად გაიდება გახლეჩილ თემებს შორის. 

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წელს დააწესა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ. ის მიზნად ისახავს ქართულ მედიაში იმ ნაშრომების წარმოჩენასა და აღიარებას, რომლებიც პროფესიონალურ ჟურნალისტურ ეთიკასა და პრინციპებს იზიარებენ.
Print