ახალი ამბები
ზუგდიდში ავარიის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებენ
თამარ მეფის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 35 წლამდე ქალის მდგომარეობას მედიკოსები მძიმედ აფასებენ. როგორც ჟურნალისტებს რეფერალურ ჰოსპიტალში უთხრეს, ის გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში იმყოფება. 

"უტარდება შოკსაწინააღმდეგო ღონისძიებები, პარალელურად მიმდინარეობს კვლევები და შესაბამისი მკურნალობა. მოტეხილობებზე ინფორმაციას ვერ გეტყვით, კვლევის ფაზაშია პაციენტი, მდგომარეობა არის მძიმე", - თქვა საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ. 

ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელი მსუბუქ ავტომანქანას, დაახლოებით, ერთი საათის წინ დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
Print