ახალი ამბები
ანაკლიის ნაწილი დაიტბორა, ადგილზე სპეცტექნიკა მუშაობს
უხვი ნალექის შედეგად ადიდებული ენგური კალაპოტიდან გადმოვიდა, რის შედეგადაც სანაპირო ზოლი და 10-მდე საკარმიდამო ნაკვეთი დაიტბორა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, იყო საფრთხე წყალი სახლებში შესულიყო.

მათივე ინფორმაციით, მერიის მიერ ადგილზე დროულად მობილიზდა სპეციალური ტექნიკა და კალაპოტის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს.

არსებულ ვითარებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიგა ფარულავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია გაეცნენ.
Print