ახალი ამბები
ოჩამჩირეში აფეთქებას 1 ადამიანი ემსხვერპლა
ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჭლოუში გუშინ აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 80 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. ამავე ცნობით, გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, რომ ის სიმინდის ჩალის ზვინზე ადიოდა, რა დროსაც კიბის ქვეშ რაღაცა აფეთქდა. 

"დანამდვილებით ვერ ვიტყვი, ეს ნაღმი იყო თუ ყუმბარა. სპეციალისტები ვინც უკვე აქ იყო, ამის შესახებ უკეთ იციან. კაცი ასაკოვანია, ჯოპუა გვარად. პატარა მდინარე გვაშორებს. ის დაახლოებით 80 წლის იყო, ძალიან კარგი, მშრომელი ოჯახიდან", - თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ჭლოუს სოფლის რწმუნებულის ასლან სანგულიას თქმით, "სამინისტროს" სპეციალისტები ადგილზე მუშაობენ და დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩამოსვლას ელოდებიან.
Print