ახალი ამბები
სენაკში ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. 2 დაშავებულის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.
Print