ახალი ამბები
ჭყონდიდში სასულიერო პირების ნაწილი საეპარქიო კრების ჩატარებას ითხოვს
ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირების ნაწილი წმინდა სინოდსა და ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე სტეფანეს მიმართავს და საეპარქიო კრების ჩანიშვნას მოითხოვს. ამის შესახებ მათ მიერ ხელმოწერილ განცხადებაშია აღნიშნული. წერილში განმარტებულია, რომ მეუფე სტეფანეს მიერ მეუფე პეტრესადმი გაჟღერებული ბრალდება, თითქოს, მას შვილი ჰყავს, სწორედ ამ რეჟიმში უნდა იყოს განხილული და მას ბრალდების ადრესატიც უნდა ესწრებოდეს.

სასულიერო პირები მიიჩნევენ, რომ, თუკი ეს ბრალდება არ დადასტურდება, მეუფე სტეფანე საეკლესიო კანონიკის მიხედვით უნდა დაისაჯოს.






Print