ახალი ამბები
აბაშაში ავარიის შედეგად 5 პირი დაშავდა
აბაშაში, თავისუფლების ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 პირი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა. მათივე თქმით, ყველა დაშავებული კონტაქტურია. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებს სამედიცინო დაწესებულებებში ამ წუთებში გადაჰყავთ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


Print