Error
რეგიონი
ოფიციალური მონაცემებით, კაიროში გარდაცვლილთა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა
ეგვიპტის დედაქალაქში პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებისას დაღუპულთა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა და 3 000-ზე მეტი დაშავდა. ქვეყნის ხელისუფლების ცნობით, გარდაცვლილთა შორის 43 პოლიციელია. როგორც იუწყება "ბიბისის" კორესპონდენტი კაიროში, მუსულმანთა საძმოს წევრებმა ხუთშაბათს საღამოსთვის დაგეგმილი ახალი საპროტესტო მარშის შესახებ უკვე გამოაცხადეს. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მომხდარს "ძალიან სერიოზული ხოცვა-ჟლეტის ფაქტი" უწოდა. [gallery link="file" columns="4"]
Print