ახალი ამბები
მიტროპოლიტმა სტეფანემ მარტვილის დედათა მონასტრის წინამძღვარი გაათავისუფლა
ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი გაათავისუფლა. ამის შესახებ დედა სოსანასთვის საგანგებო თათბირზე გახდა ცნობილი. როგორც მონაზონი ამბობს, ის იმ კითხვების გამო დაისაჯა, რომელიც მეუფე პეტრეს მიერ პატრიარქისადმი გაჟღერებული ბრალდებების მიმართ რეაგირებას, ასევე მეუფე სტეფანეს მიერ ყოფილი მიტროპოლიტის მისამართით წარმოთქმულ ბრალდებების დასაბუთებას ეხებოდა. ასევე, დედა სოსანას თქმით, მას მეუფემ მოსთხოვა, რომ პატრიარქი ლოცვებში მოიხსენიოს. მონაზონი სხვა სამ დასთან ერთად მონასტრიდან წასვლას არ აპირებს, თუ მათ წასვლა ძალის გამოყენებით არ მოსთხოვეს.

"თუ სჯულის კანონის მიხედვით არ იქნება ეს წაყენებული ბრალდება თუ ცილისწამება დამტკიცებული, გამოდის რომ მეუფე სტეფანე არის ცრუ ეპისკოპოსი, ის ცრუობს, შფოთი შემოაქვს ეპარქიაში, არის ცილისმწამებელი და ცრუ. ცილისმწამებელ ეპისკოპოსს კი სახარება კრძალავს დაემორჩილო. არ ვაპირებ არსად წასვლას, ეს არის ჩვენი მონასტერი, თუ პოლიციის ძალით დაგვატოვებინებენ, ალბათ იმ შემთხვევაში მოგვიწევს, სხვა შემთხვევაში მონასტერს არ დავტოვებთ", - უთხრა მან ჟურნალისტებს. 

მეუფე სტეფანემ დედათა მონასტერს სხვა ეპარქიის მონაზონი ახალ წინამძღვრად უკვე დაუნიშნა.
Print