ახალი ამბები
მინისტრი: აფხაზეთში მაცხოვრებლების ნაწილს ვაქცინაციის შესაძლებლობა ექნება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსა და შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართვა შეეძლებათ. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მსურველებისთვის ვაქცინის გაკეთება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იქნება შესაძლებელი.


„საქართველოში მიმდინარე კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება ეძლევათ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ სამედიცინო სფეროსა და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელ პირებს “მოწოდებული დოზების პარალელურად ჯერ ხდება პრიორიტეტი ჯგუფების უზრუნველყოფა, რაც შემდეგ გავრცელდება დანარჩენ მოქალაქეებზეც. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლება, გაცნობოთ, რომ საქართველოში მიმდინარე კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება ეძლევათ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინავლის რეგიონში მცხოვრებ სამედიცინო სფეროს და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელ პირებს, რომელთაც შეეძლებათ ვაქცინაცია ჩაიტარონ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამ პროცესთან დაკავშირებული პროცედურები და სქემა სხვა შესაბამის უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, განსაზღვრულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, რომელიც შესაბამისი კომპეტენციის მიხედვით გაავრცელებს აღნიშნულ ინფორმაციას.ზოგადად, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს უწყებათშორისი სააკორდინაციო საბჭოს ეპდიემიის მართვის პროცესში შესაბამისი რეგულაციების დაწესებასა თუ გაუქმებაზე ეტაპობრივად, თანმიმდევრულად და პრაგმატულად იღებს გადაწყვეტილებებს სწორედ ამ მიდგომით ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას დღესდღეობით ოკუპირებულ რეგიონებთან დაწესებულ დროებით ზომებთან მიმართებაშიც“, - აღნიშნა მინისტრმა.

Print