ახალი ამბები
ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს (ვიდეო)
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმიდან დღეს 30 წელი გავიდა. ამასთან, 31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეა. ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთათ ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და პირველი პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგეს.

„30 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც ქართველმა ხალხმა თითქმის ერთხმად გადაწყვიტა, რომ საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი, განთავისუფლებული ყოფილიყო ოკუპაციის კლანჭებოდან და უნდა განვითარებულიყო დამოუკიდებლად ევროპული გზით. ამ დღემ მთელი ერი შეკრა, რასაც შემგომში, 9 აპრილს მოჰყვა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელიმოწერა“, - თქვა მერმა გიორგი შენგელიამ.

გარდა ამისა, დღეს აქ იმყოფებოდნენ პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლები და მხარდამჭერები. ისინი ზვიად გამსახურდიას პირადად იცნობდენ და მასთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებდათ. ერთ-ერთი ასეთი გამსახურდის პირადი დაცვის უფროსი სოსო თორიაა, რომელიც პრეზიდენტს გროზნოში ახლდა.

„საოცარი ადამიანი იყო, მას ყველასთან ერთნაირად შეეძლო საუბარი. თუ მივდიოდით ისეთ ადგილას, სადაც დაძაბულობა იყო, ზვიადის გამოჩენისთანავე ყველა მშვიდდებოდა, თითოს ამ ხალხს წყალი გადაასხეს. ადამიანი თუ რამე გაჭირვებაზე ესაუბრებოდა, ბოლომე იზიარებდა მის ტკივილს და ვარამს“, - იხსენებს სოსო თორია.

„ბოლოს გროზნოში შევხვდი, მასთან ვალტერ შურღაია ჩავიყვანე საქმეზე. შეხვედრისას ხელი გადამდო და მოგვეხვია, რამდენი ათეული წელი გავიდა მას შემდეგ და დღესაც მახსოვს ის სითბო, ის ხელის გადადების სითბო“, - პირველი პრეზიდენტი ასე გაიხსენა რეზო ჯიქიამ, რომელიც მისი იდეების მხარდამჭერად დღემდე რჩება.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ქალაქის მთავარი ხეივნის შუაგულში, სადაც ზვიად გამსახურდიას ძეგლი დგას, პერფორმანსი გამართეს.

Print