ახალი ამბები
ფახულანი-ჭალეს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის 7,4 მილიონი ლარი გამოიყო 
წალენჯიხის სოფლების ჭალესა და ფახულანის დამაკავშირებელი  გზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. დოკუმენტაციის მიხედვით, ასფალტბეტონის საფარი 7, 623 კმ. სიგრძის მონაკვეთზე უნდა მოეწყოს. ამასთან, პროექტით გათვალისწინებულია ეზოში შესასვლელების, წყალამრიდი მილებისა და გაბიონების მოწყობა. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 7 453 494 შეადგენს.

სამუშაოები, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან, დაახლოებით, 1 წელში უნდა დასრულდეს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, აღნიშნული თანხა საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო. ტენდერი მსოფლიო ბანკის შესყიდვების სტანდარტული დოკუმენტის მიხედვით ტარდება. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ შესყიდვაზე არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვის პროცედურები.
Print