ახალი ამბები
დედა სოსანას ჭყინდიდის ეპარქიაში კვლავ არ უშვებენ
ჭყონდიდის ეპარქიიდან დათხოვნილ დედა სოსანასა და მორჩილ ნინოს პირადი ნივთების გამოტანის საშუალება ამ დრომდე არ ეძლევათ. როგორც ეპარქიის რეზიდენციიდან გამოსულმა მეუფე სტეფანეს ძმამ ივანე კალაიჯიშვილმა, რომელიც, ამავე დროს გადაბარების კომისიის წევრია, განმარტა, დედა სოსანას პირადი ნივთების გამოტანა მხოლოდ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების თანდასწრებით შეეძლება, რაზეც მონაზონმა უარი განაცხადა. ის გადაბარების პროცესის დასრულებამდე მონასტრის სასტუმრო სახლში დარჩენის საშუალებას ითხოვს.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

ამავე თემაზე:


მეუფე სტეფანემ დედა სოსანა და მორჩილო ნინო ჭყონდიდის ეპარქიიდან გარიცხა

„დებილი დედაკაცი“, „რომელი ქურდი შენ ხარ“ - ჭყონდიდის მიტროპოლიტი მონასტრის წინამძღვარს (ვიდეო)

Print