ახალი ამბები
21 დადასტურებული შემთხვევა 4 დღეში - სოფელ ორსანტიაში შესვლა-გამოსვლა კვლავ შეზღუდულია
31 მარტიდან დღემდე ზუგდიდის სოფელ ორსანტიაში კორონავირუსის 21 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 40-ზე მეტი ადამიანი თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მერიის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ უთხრა. მისივე თქმით, სოფელში შესვლა-გამოსვლა მაქსიმალურად შეზღუდულია და გადაადგილება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაშია დასაშვები. ორსანტიის შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე ეპიდემიოლოგების სამი ჯგუფი მუშაობს.

„ამ წუთებშიც მიმდინარეობს ტესტირება და ინფიცირებულების კონტაქტების დადგენა. ყველა პირი, რომელსაც შემხებლობა ჰქონდა ინფიცირებულთან გადაგვყავს თვითიზოლაციაში. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელება არ მოხდეს“, - აღნიშნა ოდიშარიამ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის ახალი კერა სავარაუდოდ ფოთში მდებარე "აჭარა ტექსტილს" უკავშირდება,  რადგან თავდაპირველად ვირუსი სწორედ იქ მომუშავე 4 ქალს დაუდგინდა.
Print