ახალი ამბები
მიტროპოლიტმა სტეფანემ არქიმანდრიტი ათენოგენი მღვდლობიდან განკვეთა, 3 სასულიერო პირს კი მღვდელმსახურება აუკრძალა
ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მმართველმა არქიმანდრიტი ათენოგენი (მდივანი) მღვდლობიდან განკვეთა. მიტროპოლიტ სტეფანეს თქმით, მისთვის მღვდელმოქმედების უფლების დაბრუნება შეუძლებელი იქნება. ამის მიზეზად მღვდელმთავარმა ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხში აქიმანდრიტ ათენოგენის მონაწილეობა და სასულიერო პირისთვის შეუფერებელი საქციელი დაასახელა.

"მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა ის განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებს. ამიერიდან მას არ ეწოდება არქიმანდრიტი ათენოგენი, არამედ მონაზონი ათენოგენი", - აღნიშნა ეპარქიის მღვდელმთავარმა.

გარდა ამისა, ამავე მიზეზით მიტროპოლიტმა მღვდელმსახურება 4 საულიერო პირს აუკრძალა. ესენია: იღუმენი დანიელი (გვილავა), მღვდელ მირიანი (მესხაძე) მღვდელ-მონაზონი ლუკა (იბრაგიმოვი) და დიაკონი ანანია (კალანდია).

მიტროპოლიტის განმარტებით, აღნიშნულ სასულიერო პირებს, მღვდელმსახურების უფლება საჯაროდ გამოთქმული საინანულის შემდეგ შესაძლოა აღუდგეს.

ინფორმაციისთვის, არქიმანდრიტ ათენოგენს მღვდელმსახურების უფლება შეჩერებული ჰქონდა.

Print