ახალი ამბები
შამგონაში ენგურმა რამდენიმე ადამიანის ცხედარი გამორიყა - ადგილობრივები
ზუგდიდის სოფელ შამგონაში მდინარემ რამდენიმე ადამიანის ცხედარი გამორიყა. ადგილობრივების ინფორმაციით, ორის ცხედარი უკვე ნაპოვნია, ხოლო დანარჩენების სამძებრო სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს. მათივე თქმით, ოკუპირებულ გალში მცხოვრები პირები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდნენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მაშველები ცხედრებს ნავების საშუალებით ეძებენ.

რადიო "ათინათი" მომხდარის დეტალებს აზუსტებს. 

Print