ახალი ამბები
ენგურზე 47 წლის მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ
სოფელ შამგონაში ოკუპირებული წარჩეს მკვიდრი მამაკაცის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს. როგორც ადგილზე შეკრებილი დევნილები ამბობენ, მდინარის გადმოლახვა მან ცოლთან და კიდევ 2 პირთან ერთად ცადა, თუმცა, სავარაუდოდ, ადიდებულმა წყალმა ამის საშუალება არ მისცა. 

"წუხელ კი არა, გუშინ ღამე გადმოდიოდნენ. ​წარჩედან არიან, ახლა ქმარს ეძებენ. ცოლი და კიდევ 2 ადამიანი იყო მასთან. უკვე იპოვეს ისინი. უნდა გაიხსნას საზღვარი დევნილებისთვის, ეს ყველაფერი კარანტინის შედეგია", - გვითხრა ერთ-ერთმა დევნილმა. 

ადგილზე მაშველების 40 კაციანი შემადგენლობა იმყოფება. მდინარე ენგურიდან უკვე ამოყვანილია სამი მოქალაქის ცხედარი. 

შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

ენგურში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ერთ პირს კი ეძებენ - შსს

შამგონაში ენგურმა რამდენიმე ადამიანის ცხედარი გამორიყა - ადგილობრივები


Print