ახალი ამბები
შვილიშვილისთვის აკვნის საყიდლად მიდიოდნენ - ადგილობრივები გალელ ცოლ-ქმარზე
ოკუპირებული გალის სოფელ წარჩეს მკვიდრი 47 წლის მამაკაცი და მისი 40 წლამდე ცოლი ზუგდიდში ოჯახისთვის ნივთების საყიდლად აპირებდნენ გადასვლას. ამის შესახებ რადიო "ათინათს" შამგონაში შეკრებილმა გარდაცვლილი ქალის ახლობლებმა უთხრეს. მათივე ინფორმაციით, ცოლ-ქმარს ნათესავი, 30 წლამდე ქალი და ჭუბურხინჯის მკვიდრი, ასაკოვანი მამაკაცი ახლდა. 

"შვილიშვილი შეეძინათ ახლახან, უნდოდათ საჩუქრების ყიდვა, აკვანის მათ შორის. სამი შვილი ჰყავთ, მათგან უმცროსი 7 წლისაა. ყველაზე უმცროს ქალსაც, მათ ნათესავს, შვილი დარჩა 3 წლის. ეს მსხვერპლი, არის იმის ბრალი, რომ ენგური ჩაკეტეს. მიმოსვლა რომ იყოს, ეს არ მოხდებოდა", - ამბობს გარდაცვლილი ქალის ნათესავი. 

ამ ეტაპზე შამგონაში ოკუპირებული წარჩეს მკვიდრი მამაკაცის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მაშველების 40 კაციანი შემადგენლობა იმყოფება.

ერთ-ერთი ცხედარი დღეს ადგილობრივმა ენგურის სანაპიროზე ნახა. კიდევ ორი გარდაცვლილი კი მაშველებმა იპოვეს. ისინი პროზექტურაში უკვე გადაასვენეს.

შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს. 

ამავე თემაზე: 

სახელმწიფო მინისტრის აპარატი - ეს არის უდიდესი ადამიანური ტრაგედია, რომელიც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ოკუპაციის რეალურ სახეს

ენგურზე 47 წლის მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ

სუს - ი ენგურის გადმოკვეთისას მოქალაქეების დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ენგურში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ერთ პირს კი ეძებენ - შსს

შამგონაში ენგურმა რამდენიმე ადამიანის ცხედარი გამორიყა - ადგილობრივები


Print