ახალი ამბები
ენგურის მატება უხვმა ნალექმა გამოიწვია – ენგურჰესის ადმინისტრაცია
ენგურჰესის ადმინისტრაცია მდინარეში 3 ადამიანის ცხედრის პოვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტებულია, რომ წყლის დონემ ბოლო დღეებში, უხვი ნალექით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად მოიმატა.

"პირველ რიგში, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ მდინარე ენგურში დღეს გამთენიისას, დაღუპულთა ოჯახებს. მიუხედავად იმისა, რომ 31 მარტიდან ენგურჰესიდან წყლის გაშვების პროცესი რეგულარულად მიმდინარეობს, მისი რაოდენობა დადგენილ ნორმაზე მნიშვნელოვნად ნაკლებია და არ შეეძლო გამოეწვია მდინარისა და მისი შენაკადების მნიშვნელოვანი მატება. მდინარე ენგურისა და მისი შენაკადების დონემ განსაკუთრებით მოიმატა ბოლო დღეებში, უხვი ნალექით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად", - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე ცნობით, მდინარე ენგურის სიახლოვეს მდებარე სოფლების მოსახლეობა კაშხლიდან წყლის გაშვების წინ ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით იღებს.

შამგონაში ოკუპირებული წარჩეს მკვიდრი მამაკაცის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ადგილზე მაშველების 40 კაციანი შემადგენლობა იმყოფება. ერთ-ერთი ცხედარი დღეს ადგილობრივმა ენგურის სანაპიროზე ნახა. კიდევ ორი გარდაცვლილი კი მაშველებმა იპოვეს. ისინი პროზექტურაში უკვე გადაასვენეს.

შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს. 

ამავე თემაზე: 

შვილიშვილისთვის აკვნის საყიდლად მიდიოდნენ - ადგილობრივები გალელ ცოლ-ქმარზე

სახელმწიფო მინისტრის აპარატი - ეს არის უდიდესი ადამიანური ტრაგედია, რომელიც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ოკუპაციის რეალურ სახეს

ენგურზე 47 წლის მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ

სუს - ი ენგურის გადმოკვეთისას მოქალაქეების დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ენგურში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ერთ პირს კი ეძებენ - შსს

შამგონაში ენგურმა რამდენიმე ადამიანის ცხედარი გამორიყა - ადგილობრივები


Print