ახალი ამბები
ენგურის სანაპიროზე მეოთხე ადამიანის ცხედარიც იპოვეს
ახლობლების ინფორმაციით, 47 წლის მამაკაცის ცხედარი, რომელსაც დილიდან ეძებდნენ, სოფელ ორსანტიის ტერიტორიაზე იპოვეს. მანამდე, მაშველებმა შამგონაში წყლიდან ორი ცხედარი ამოიყვანეს, კიდევ ერთი გარდაცვლილი კი ადგილობრივებმა სანაპიროზე დილით ნახეს. 

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ოკუპირებული გალის სოფელ წარჩეში მცხოვრები ცოლ-ქმარი და მათი ნათესავი ახალგაზრდა ქალია. მათთან ერთად მდინარეში დაიხრჩო ასაკოვანი მამაკაცი, რომელიც ჭუბურხინჯის მკვიდრია. 

შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე: 

ენგურის მატება უხვმა ნალექმა გამოიწვია – ენგურჰესის ადმინისტრაცია

შვილიშვილისთვის აკვნის საყიდლად მიდიოდნენ - ადგილობრივები გალელ ცოლ-ქმარზე

სახელმწიფო მინისტრის აპარატი - ეს არის უდიდესი ადამიანური ტრაგედია, რომელიც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ოკუპაციის რეალურ სახეს

ენგურზე 47 წლის მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ

სუს - ი ენგურის გადმოკვეთისას მოქალაქეების დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ენგურში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ერთ პირს კი ეძებენ - შსს

შამგონაში ენგურმა რამდენიმე ადამიანის ცხედარი გამორიყა - ადგილობრივები
Print