ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა - მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ ენგურის გადმოკვეთისას მოქალაქეების დაღუპვის

ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა, ყველა არსებული ფორმატის გამოყენებით, მკაცრად დადგეს საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი უკანონო შეზღუდვებისა და დაკავებების ფაქტებზე.

"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულების ოჯახის წევრებს და მთელ საქართველოს. ეს მთელი საქართველოს ტრაგედიაა. დღეს, საქართველოს მოქალაქეები დაიღუპნენ საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვების გამო. მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, მის ხელთ არსებული ყველა რესურსით, დახმარებას გაუწევს დაღუპულების ოჯახის წევრებს", - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, მაშველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ენგურიდან სამი მოქალაქის ცხედარი ამოასვენეს. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ 47 წლის მამაკაცის ცხედარი, რომელსაც დილიდან ეძებდნენ, სოფელ ორსანტიის ტერიტორიაზე იპოვეს.


ამავე თემაზე: 

ენგურის სანაპიროზე მეოთხე ადამიანის ცხედარიც იპოვეს

ენგურის მატება უხვმა ნალექმა გამოიწვია – ენგურჰესის ადმინისტრაცია

შვილიშვილისთვის აკვნის საყიდლად მიდიოდნენ - ადგილობრივები გალელ ცოლ-ქმარზე

სახელმწიფო მინისტრის აპარატი - ეს არის უდიდესი ადამიანური ტრაგედია, რომელიც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ოკუპაციის რეალურ სახეს

ენგურზე 47 წლის მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ

სუს - ი ენგურის გადმოკვეთისას მოქალაქეების დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ენგურში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ერთ პირს კი ეძებენ - შსს

შამგონაში ენგურმა რამდენიმე ადამიანის ცხედარი გამორიყა - ადგილობრივები

 








Print