ახალი ამბები
საოკუპაციო ხაზთან დაღუპული მამაკაცი გალში გადაასვენეს - ცხედარს ერთი ახლობელი მიაცილებს
ზუგდიდის სოფელ შამგონაში, მდინარის გავლით, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას დაღუპულებიდან ერთ-ერთი, 65 წლამდე მამაკაცი გალში აფხაზური მხარის სასწრაფო დახმარების მანქანით გადაასვენეს. გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ცხედარს მხოლოდ ერთადერთი ახლობელი მიაცილებს. ენგურის მეორე მხარეს, საოკუპაციო ხაზთან მიცვალებულს ოჯახის წევრები და ნათესავები ელოდებიან.

კიდევ ერთი გარდაცვლილი, 30 წლის ქალი სოფელ წარჩეში გუშინ, ღამით გადაასვენეს. რაც შეეხება ცოლ-ქმარს, მათი გადასვენება ხვალ იგეგმება.

ინფორმაციისთვის, გუშინ სოფელ შამგონაში მდინარე ენგურმა ერთი ცხედარი გამორიყა. ის ადგილობრივებმა იპოვეს. მოგვიანებით მაშველებმა კიდევ სამი პირის ცხედარი იპოვეს. ისინი გალის მკვიდრები არიან და მდინარის გავლით ზუგდიდში ცდილობდნენ გადმოსვლას. გარდაცვლილის ახლობლები ვარაუდობენ, რომ მოულოდნელად ადიდებული მდინარიდან თავის დაღწევა ვერ მოახერხეს. ისინი ოკუპირებული ტერიტორიიდან , საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე სხვადასხვა საჭიროებებისთვის, მათ შორის, საყიდლებისთვის.

Print