რეგიონი
აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის დაწესებული 5-დღიანი კარანტინი შესაძლო გადაიხედოს
საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას დაღუპულ ცოლ-ქმარს სოფელ რუხში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლები დახვდნენ და ენგურის ხიდამდე მიაცილეს. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში ა/რ მთავრობის მინისტრის დავით ფაცაციას ინფორმაციით, აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ქართული მხარის მიერ დაწესებული რეგულაციები შესაძლოა გადაიხედოს.

"მიმდინარეობს ამ საკითხზე ინტენსიური მუშაობა, ეს არ არის ერთი ან ორი დღის მუშაობა, მიმდინარეობს გარკვეული პერიოდის განმავლობაში და აუცილებლად მე მგონია, რომ გადაწყვეტილება იქნება მიღებული საბოლოოდ. ეს არ არის ჩვენი მხრიდან გადასაწყვეტი გარემოება, ეს არის ოკუპირებული მხარეს არსებული ვითარებიდან გადასაწყვეტი. მიმდინარეობს კომუნიკაცია, ირიბი, პირდაპირი ამ სიტუაციიდან გამოსაყვანი. სხვადასხვა საშუალებებით და გზებით მიმდინარეობს მუშაობა, დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ",- ამბობს დავით ფაცაცია.

მისივე თქმით, 5-დღიანი კარანტინი შესაძლოა ალტერნატიული ზომებმა ჩაანაცვლოს.
Print