რეგიონი
დღეს საქართველოში გლოვის დღეა
ოკუპირებულ გალში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, დღეს, 10 აპრილს გლოვის დღეა გამოცხადებული. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 10 აპრილის 00:00 საათიდან, 11 აპრილის 00:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება.

2021 წლის 7 აპრილს, სოფელ ორსანტიასა და შამგონაში მდინარე ენგურში ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ისინი ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოსვლას ენგურის გადმოლახვით ცდილობდნენ.

გარდაცვლილებს შორის არის 45 წლამდე ცოლ-ქმარი, 30 წლის ქალი და 60 წლის მამაკაცი. ყველა ცხედარი მშობლიურ სოფლებში ენგურის ხიდიდან უკვე გადაასვენეს.
Print