ახალი ამბები
ასოციაცია ათინათში "მშვიდობის ოთახი" მოეწყო (ფოტო/ვიდეო)
ასოციაცია "ათინათში" გერმანული ორგანიზაციის "Lachen Helfen e.V." მხარდაჭერით, "გლობალური მშვიდობის ოთახი" მოეწყო.
"ეს არის მშვიდობის საგანმანათლებლო და გლობალური სწავლების სპეციალური ოთახი, რომელიც აღჭურვილია საერთაშორისო დონეზე აღიარებული საგანმანათლებლო მასალებით მშვიდობის სწავლების, გუნდის შექმნისა და გლობალური სწავლებისთვის. ასოციაცია "ათინათს" დიდი ხნის გამოცდილება აქვს მშვიდობიანი განათლების პროექტების განხორციელების მიმართულებით და ბავშვების, ახალგაზრდებისა და პედაგოგების სამშვიდობო საგანმანათლებლო თემების შესახებ ღონისძიებების განხორციელებაში. აღნიშნული ოთახი ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით მუშაობას და მასალებს გამოიყენებენ ასოციაცია "ათინათის" პროექტებსა და სემინარებში", - განმარტავენ ორგანიზატორები. 

როგორც "ათინათის" გამგეობის თავმჯდომარემ რუსუდან ყალიჩავამ აღნიშნა, ასოციაცია გერმანულ ორგანიზაცია "Act for transformattion"-თან ერთად მოამზადებს ახალგაზრდებს, მშვიდობის მშენებლობისა და ძალადობის ალტერნატიული მეთოდების გამოყენებით, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და მშვიდობის თემებზე. ჩატარდება სემინარები კონფლიქტის არაძალადობრივი ტრანსფორმაციისა და გლობალური სწავლების შესახებ ბავშვების, ახალგაზრდებისა და პედაგოგების ჯგუფებისთვის. ამ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება ერთობლივი პროექტი "Fairtogether in Georgia – Peace catches school".

ღონისძიებას გერმანიის ელჩის მოადგილე ტანია ჰუტი, "Lachen Helfen e.V." ერთ-ერთი დამფუძნებელი ტონი კირხმაირი, "Act for transformattion"-ისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



Print