ახალი ამბები
ხობში ბაბუამ შვილიშვილი დანით დაჭრა
ხობის სოფელ პირველ მაისში ასაკოვანმა მამაკაცმა შვილიშვილი დაჭრა. ადგილობრივების ინფორმაციით დაშავებულ 25 წლამდე ახალგაზრდას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

"ნასვამი იყო, არავინ იცის რა მოხდა და რატომ დაჭრა, ამ დილით მოხდა. ახლა უკეთებენ ოპერაციას ხობში", - გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა. 

ხობის ჰოსპიტალში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ პაციენტის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. 


Print