ახალი ამბები
ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტი ზუგდიდი, სოფელი კი ზედა ეწერი გახდა
თბილისის საკრებულოში კონკურსის "სუფთა რეგიონი" გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტის ტიტული ზუგდიდმა მოიპოვა, ხოლო ნომინაციაში "ყველაზე სუფთა სოფელი" ზედა ეწერმა გაიმარჯვა.

ყველაზე სუფთა ქუჩის წოდება ზვიად გამსახურდიას სახელობის გამზირს მიენიჭა. 

კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით სიგელი გადაეცა სოფელ ხურჩასაც ნომინაციაში "სუფთა/ლამაზი ეზო".

დაჯილდოების ცერემონიალს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა და "ზუგდიდდასუფთავების ცენტრის" დირექტორი ნუგზარ მალაშხია დაესწრნენ.

კონკურსი ჩატარდა პროექტის "დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები "დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" (KGT), ადგილობრივ და შვედ პარტნიორ-ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი "ორქისი", "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო", საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი სტრუქტურული ერთეული სსიპ "გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი", ასევე მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

აღნიშნულ კონკურსში ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა წელს რამდენჯერმე მოიპოვა გამარჯვება.


მთავარი ფოტო: shermazana

Print