ახალი ამბები
კალა-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია
გაძლიერებული ქვისცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ171-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ამავე ცნობით, აკრძალვა 16 აპრილის 20:50 სთ-იდან 17 აპრილის 09:00 სთ-მდე მოქმედებს და აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
Print