რეგიონი
მიწისძვრის ეპიცენტრი ხობის სოფელი ქარიატა იყო
რამდენიმე წუთის წინ, 00:46 საათზე საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ხობის სოფელი გამოღმა ქარიატა იყო. ამავე ცნობით, ბიძგების სიმძლავრე 4,5 მაგნიტუდას შეადგენდა.
Print